მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლა ყოველთვის ეხმაურება მსოფლიო მნიშვნელობის ისეთ მოვლენებს, რომლებიც მოსწავლეთა განათლებას, წიგნიერებას, მსოფლმხედველობის გაფართოებასა და მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს; სწორედ ასეთი გახლავთ წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო კვირეული, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოსწავლეებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობით არაერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას წარმოგვიდგენენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღნიშნავენ. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ლიტერატურის, კითხვის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, გაერთიანდნენ, გაიზიარონ ერთად კითხვის სიამოვნება. ამ დღის მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. ️სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანები ერთი სლოგანის „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ − გარშემო ერთიანდებიან.
„ჩვენი სკოლის მეორეკლასელებმა, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, ეს დღე საინტერესოდ აღნიშნეს და კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებიც განახორციელეს:
შექმნეს პოსტერები;
აჩუქეს ერთმანეთს წიგნები და წაიკითხეს ამონარიდები;
კლასის დამრიგებელმა წაუკითხა ბავშვებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის „ნამცეცა“, მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს და ნახეს ამ ზღაპრის მიხედვით გადაღებული მულტფილმი;
ასევე ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, სადაც მასპინძელმა პედაგოგმა, კატო ბერაძემ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში ჩართო და სახალისო დავალებებიც შეასრულებინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მადლობა ჩართულობისთვის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებლებსა და მშობლებს! კვირეულმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა!“, - ასე აფასებენ თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა მიერ ჩატარებულ აქტივობებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია