სიახლეები
სკოლები

„ჩვენი პატარა მეგობრები“ - ხელედის საჯარო სკოლის ღონისძიებაში 1-ელი და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ
11-02-2025
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ხელედის საჯარო სკოლა ათეული წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე; პროფესიონალი პედაგოგების გუნდი, დირექციასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს, რომ მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და სწორედ ამიტომ მათ სხვადასხვა აქტივობებით დატვირთულ, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

დღეს კი გიამბობთ ხელედის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, რომელსაც ინტეგრირებული ფორმატი ჰქონდა და მასში 1-ელი-მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აქტივობებს ხელმძღვანელობდა მელანო ლიპარტელიანი, რომელმაც დაწყებითი და საბაზო საფეხურების მოსწავლეთა თანამშრომლობითი კულტურა მეგობრობის მყარ საფუძველს დააშენა და შედეგად ღონისძიებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა - უფროსები, პირველკლასელებს სხვადასხვა სახალისო, შემეცნებითი აქტივობების განხორციელებაში დაეხმარნენ და ეს დღე ფერადი ასოებით ჩაწერეს სკოლის ისტორიაში.

„ღონისძიება „ჩვენი პატარა მეგობრები“ ჩატარდა პირველ და მერვე კლასში. ის დატვირთული იყო როგორც სახალისო, ასევე შემეცნებითი აქტივობებით. უფროსი მეგობრების დახმარებით, პირველკლასელებმა ყველა ამოცანას კარგად გაართვეს თავი, ხელმძღვანელი კი მელანო ლიპარტელიანი გახლდათ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება