მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერეოდ აღინიშნა.
3 თებერვალს, სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ სკოლის ბიბლიოთეკაში და საჯაროდ წაიკითხეს საყვარელი პოეტების ლექსები.
მოსწავლეებმა ერთმანეთს ერთად კითხვის სიხარული გაუზიარეს, კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს, ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
„ბავშვები მიიჩნევენ რომ, წიგნის კითხვას ჯადოსნური ძალა აქვს, წიგნები გვთავაზობენ გასაღებს რომელიც არღვევს რეალობის საზღვრებს და გვახვედრებს საოცარ სამყაროში, სადაც ჩვენი ყველა ოცნება და სურვილი ცოცხლდება“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია