სიახლეები
სკოლები

„საქართველოს დიდი მეფეები“ - შთამბეჭდავი პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
11-02-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „საქართველოს დიდი მეფეები“, რომელიც საქართველოს დიდი მეფეების მემკვიდრეობას და მათი მოღვაწეობის მნიშვნელობას ეძღვნებოდა.

პროექტი განახორციელა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, IV კლასის დამრიგებელმა - ლია მეხრიშვილმა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრება; მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების გაძლიერება, სიმართლისა და ინფორმაციის გადამოწმების მნიშვნელობის ამაღლება. დავით აღმაშენებლის ღვაწლის პატივისცემა და კითხვის პოპულარიზაცია.

შთამბეჭდავია პროექტის შედეგიც -  მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და მინი წიგნები მეფეების შესახებ; წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს მეფეების ღვაწლსა და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე.

ღონისძიებას დაესწრნენ დაწყებითი კლასის მასწავლებელი - განგა ჭუჭუხაშვილი, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი და სკოლის დირექტორი - ეკატერინე ჩიტაური;

განგა ჭუჭუხაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის გახორციელებაში დიდი შრომაა ჩადებული და ასევე მისცა რეკომენდაციები კალიგრაფიასთან დაკავშირებით. ელენე გრიგორიადისმა მოიწონა მოსწავლეთა შემოქმედება და უსურვა წარმატებები. ეკატერინე ჩიტაურმა გაწეული შრომის შეფასების შემდეგ რეკომენდაცია მისცა სწორი ინფორმაციის მოძიებისა და შემოწმების აუცილებლობაზე.

ბოლოს, სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს და მასწავლებელს გადასცა სიგელები პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის და უსურვა მომავალ საქმიანობაში წარმატებები!

„პროექტი „საქართველოს დიდი მეფეები“ არ მხოლოდ მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას, არამედ მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებასაც. პროექტი იყო შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია განათლებამ და კულტურულმა პროექტებმა შეუქმნას მოტივაცია ახალგაზრდა თაობას, გააძლიეროს მათი კრიტიკული აზროვნება და ხელი შეუწყოს შემოქმედებას. ეს არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ გზა სანდო ინფორმაციის, კულტურული მემკვიდრეობისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვისკენ. წარმატებები თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს ამ პროექტის წარმატებით დასრულებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება