მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია საკითხია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა.
მათ შორის, ნოქალაქევის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, VIII კლასის დამრიგებელმა, ნაირა ბერულავამ და ბიბლიოთეკარმა, მაშა თოფურიამ ჩაატარეს კლასის საათი თემაზე - „ჩემი საყვარელი მწერალი, ნოდარ დუმბაძე“.
მერვეკლასელებმა წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ჰელადოსი“. ისაუბრეს მოთხრობის პერსონაჟებზე, იდეებზე, სამშობლოს სიყვარულზე. გამართულ დისკუსიაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.
თეატრალური ხელოვნებით დაინტერესების მიზნით, მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელთან და ბიბლიოთეკართან ერთად ესტუმრნენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრს, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „ჰელადოსი“.
ნანახმა სპექტაკლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.
ნოქალაქევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სპექტაკლში მონაწილე მსახიობებსა და დამდგმელ რეჟისორს, ვახტანგ ნიკოლავას, შემოქმედებითი და ემოციური სპექტაკლისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია