მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანთლებლო ღონისძიებასა თუ ინიციატივაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „ვილაპარაკოთ დავით აღმაშენებელზე“. კონფერენცია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა და მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ და აღნიშნეს მეფეთ მეფის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
მოსწავლეები კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი მასწავლებელი ნანა მიქაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება