სიახლეები
სკოლები

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, საკალმახე მეურნეობას სტუმრობდნენ
12-02-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის მოსწავლეებიც გარემოსდაცვით აქტივობებს აქტიურად ახორციელებენ. 

ახლახან, კი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც განკუთვნილია „ნიკო კეცხოველის  სასკოლო პრემიის“ პროექტში მონაწილე ეკოკლუბებისათვის, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მწვანე მომავალი“ აქტიურად შეუერთდა. 

ეკოკლუბელები გაეცნენ გზამკვლევს, რომელიც თემის - „თევზის მოშენება - სოფლის მეურნეობის ახალი მიმართულება“ შესწავლას ითვალისწინებს.

კონკურსის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია რეგიონში, კერძოდ გურიაში თევზის სატბორე მეურნეობის არსებობის შესახებ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდებარეობს. ეკოკლუბის წევრები ესტუმრნენ საკალმახე მეურნეობას, ესაუბრნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს და მიიღეს მათგან მეტად საინტერესო და საჭირო ინფორმაცია. მოსწავლეებმა ნახევარი დღე გაატარეს მეურნეობაში დასაქმებულებთან და დააკვირდნენ მათ საქმიანობას, თევზების ქცევას და სამუშაო პროცესშიც ჩაერთვნენ. 

მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა 2006 წლიდან ფუნქციონირებს, დღეის მდგომარეობით საკალმახე მეურნეობაში 59 მოქმედი აუზია რომელიც 7 ჰექტარზეა გაშენებული,  მეურნეობაში წლიურად 250 ტონა კალმახს და 3 ტონა ხიზილალას აწარმოებენ, დასაქმებულია 40 ადგილობრივი.  პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე  იგზავნება დედაქალაქსა და რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ კალმახთან ერთად მეურნეობაში ზუთხის გამრავლებაც დაიწყეს. 

ეკოკლუბის წევრებმა მადლობა გადაუხადეს  საკალმახე მეურნეობის ხელმძღვანელობას გულთბილი მასპინძლობისათვის საჭირო ინფორმაციის მიღებისათვის.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ურთიერთთანამშრომლობა, მომავალშიდაც გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება