მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და საგანმანათლებლო ინიციატივებში.
ახლახან, სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია სოფლის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერასთან.
პროექტი ხორციელდება ოცინდალეს წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის მამა ეგნატეს ლოცვა-კურთხევით. პროექტის ინიციატორები არიან ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი ზაურ ჯალაღონია და მუზეუმის საბუნებისმეტყველო განყოფილების გამგე იგორ ფიჩხაია.
მოსწავლეთა საკვლევ ობიექტს წარმოადგენდა ძველებური, იშვიათი საყოფაცხოვრებო ნივთი „ჩერხუ“ და უზარმაზარი მომრგვალო ფორმის ქვა, რომელიც გასულ საუკუნეში მიქელა გაბედავას აუწევია.
მოსწავლეებმა ჩაწერეს ინტერვიუ სოფელ თაიაში მიქელას შთამომავლებთან - გრამიტონ და ღუღუნ გაბედავებთან. მათსავე ოჯახში ინახება „ჩერხუც”, რომელიც დამზადებული ყოფილა ამავე სოფლის მკვიდრ ვალიკო გაბედავას მიერ.
სკოლაში ინტერვიუს დეტალებს და კვლევის მიგნებებს გვიზიარებენ:
„ბატონი გრამიტონის თქმით, „ჩერხუ” მწყემსების განუყრელი ნივთი ყოფილა და მას ბარიდან მთაში დაატარებდნენ. ცნობილი „ტაბაკისგან” განსხვავებით მისი ზედაპირი არის ჩაღრმავებული და არა აქვს ფეხები, სავარაუდოდ სწორედ ჩაღრმავებული ზედაპირის გამო ეწოდა „ჩერხუ”, მას ზურგზე იკიდებდნენ და ისე დაჰქონდათ მწყემსებს. ფუნქციურად იგი მაგიდის როლს ასრულებდა. მასზე იდებოდა ღომიც.
აღნიშნული ნივთი ინახება ასევე სოფელ თაიაში, დიტო საჯაიას ოჯახში, რომელიც ბაბუამის მელიტონ საჯაიას გაუკეთებია, აღსანიშნავია, რომ ისიც მწყემსი იყო. ორივე „ჩერხუ” 100 წელზე მეტს ითვლის.
მისი დამზადება დღესაც ნებისმიერ კარგ ხელოსანს შეუძლია. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ცნობილ ქვას, თურმე მე-19 საუკუნეში, როცა სოფელში საურმე გზა გაჰყავდათ, ქვა გზაზე ყოფილა და ხელს უშლიდა ხალხს გადაადგილებაში, იგი დაახლოებით 400 კგ-მდე იწონის ( 114/70/40სმ), გადმოცემებით მისი აწევა და გადაადგილება ვერავინ მოახერხა, მიქელა გაბედავას გარდა. მაშინ მიქელა 35-40 წლის ყოფილა. საურმე გზა სავარაუდოდ, 1860 წელს გაჭრეს“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ კვლევა კვლავაც გრძელდება და გზადაგზა საინტერესო მასალებს გაგვიზიარებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა