მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მასშტაბურად აღინიშნა.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლო ღონისძიებას სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
მოსწავლეებმა საყვარელი სტუმარს მაკა პავლიაშვილს უმასპინძლეს და მასთან ერთად ბევრი ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე. ბავშვებმა წაიკითხეს მათი საყვარელი ზღაპრები და მოთხრობები. წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, დაიგეგმა მომავალი შეხვედრის ადგილი და დრო.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიუძღვნეს საინტერესო აქტივობა 1-ელიგ კლასის მოსწავლეებმა. მშობელთა ჩართულობით, სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი საყვარელი წიგნები, პერსონაჟები, ზღაპრები. აქტივობას მასწავლებელი ნინელი მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დიდი სიხარულით აღნიშნა მე-3გ კლასმა, პედაგოგ თამარ ვაშალომიძის ხელმძღვანელობით. მე-3 კლასელებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და კითვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა მე-2ბ კლასი, (მასწავლებელი ლია სიმონიშვილი), მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქაში იმოგზაურეს. ვაჩე ფოცხიშვილმა, მეგობრებს მოუყვა, საამაყო და გმირი მეფის მოკლე ბიოგრაფია. ინტერესით დაათვალერეს 3D ფორმატში გაცოცხლებული დიდგორის ბრძოლა, წაიკითხეს მეფის ცხოვრების ეპიზოდები, ერთობლივად დაგეგმეს გელათის მონახულება.
მსოფლიო გზავნილს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა III ბ კლასი. მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებლის ჩართულობით, კლასში ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოები. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები და შეხედულებები. ისაუბრეს წაკითხულის შესახებ. მოსწავლეებმა ასევე დაწერეს თუ რომელი ნაწარმოები მოეწონათ ყველაზე მეტად.
წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაემთხვა ა.ბელიაშვილის მოთხრობის - „დაკარგული წიგნის“ შესწავლა-დამუშავებას, რის შემდეგ მოსწავლეებმა საყვარელი წიგნების პრეზენტაცია გამართეს.
5 თებერვალს კი მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენა და ლიტერატურა. დამრ. ირინა კოსტავა) დაიწყეს შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ საბავშვო ვერსიის კითხვა. ინტერესი დიდი იყო და გაგრძელების სურვილიც.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა