მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
8 თებერვალს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა, ამ გამორჩეულ თარიღს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. მათ ქართველი ერის წინაშე დიდი მეფის ღვაწლი აღნიშნეს და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. ბავშვებმა მისი ბიოგრაფიიდან ნაკლებად ცნობილი დეტალებიც მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა წმინდანად შერაცხული მეფის მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს