მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა.
ისტორიის მასწავლებელმა და მოსწავლეებმა გამართეს შეხვედრა თემაზე - „დავით IV და მადლიერი შთამომავლობა“.
მოსწავლეები გაეცნენ ისტორიულ წყაროებს მეფე დავითის შესახებ, ჩამოთვალეს მის მიერ გატარებული რეფორმები, იმსჯელეს ამ რეფორმებით მიღწეულ უდიდეს შედეგებზე, თავადვე შექმნეს კონტურული რუკა თუ როგორი იყო სამეფოს საზღვრები დავითის გამეფების დროს და რა შემატა დავით IV-მ, ასევე, წარმოადგინეს იმ მნიშვნელოვანი ადგილებისთვის ბრძოლის ქრონოლოგია.
მოისმინეს მინი ლექცია, რომელიც შეეხებოდა მის ბიოგრაფიას, ასევე მის ანდერძს, ნაწარმოებს - „გალობანი სინანულისანი“, მეფის სურვილზე დაეკრძალათ გელათის ტაძტის შესასვლელში.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ რა განსაკუთრებული ადგილი უკავია წმინდანად შერაცხულ მეფეს საქართველოს ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.