მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალება მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, მე-2 კლასელებმა მოთხრობა - „თოჯინა“ შეისწავლეს, რის შემდეგაც თავადვე დაამზადეს თოჯინები.
პატარები დავალებას შემოქმედებითად მიუდგნენ, თოჯინები დავადვე შეკერეს და შესწავლილი ტექსტის მიხედვით თოჯინური სპექტაკლიც გამართეს.
მოსწავლეებისთვის დავალება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება