მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ცდილობენ.
შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში გაიმართა შეხვედრა - „ვიკითხოდ ერთად, შევცვალოთ სამყარო“.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ციტატები მათთვის საინტერესო ავტორების ტექსტებიდან, ისაუბრეს გამორჩეულ წიგნებსა და პერსონაჟებზე.
მოსწავლეებმა წიგნის ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა