მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად?როდის?“ ცოდნის, ლოგიკური მსჯელობისა და გუნდური მუშაობის საუკეთესო კომბინაციაა წარმატებისთვის. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ჩატარებული შიდასასკოლო ტური, რომელიც შემოდგომა-ზამთრის სეზონის ფარგლებში გაიმართა, გამორჩეული ინიციატივა აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.
თამაშის ორგანიზატორი, პედაგოგი გუგა ბენდელიანი, შეუდარებელი ენერგიითა და მონდომებით ჩაერთო პროცესში, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და დინამიკური გახადა შეჯიბრი.
ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინტელექტუალური თამაშების უნივერსალურ ხასიათს. თითოეულმა გუნდმა გამოავლინა მახვილგონიერება, ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკური კავშირების დანახვის უნარი. ზოგიერთი შეკითხვა მოსწავლეებმა ინტუიციით ამოხსნეს, ზოგზე კი სიღრმისეული მსჯელობა დასჭირდათ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობამ არა მხოლოდ ინტელექტუალური გამოცდილება შესძინა მათ, არამედ განუვითარა გუნდური მუშაობის უნარი, სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი და კრიტიკული აზროვნება. თამაშის მსვლელობისას იგრძნობოდა მოზარდების აღტაცება და მოტივაცია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასეთი ტიპის შეჯიბრებები განათლების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
„სკოლაში ჩატარებული „რა? სად? როდის?“ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინტელექტუალური თამაშები საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ისინი არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას უწყობენ ხელს, არამედ მოსწავლეებს უვითარებენ მნიშვნელოვან უნარებს, რაც მათ მომავალში აუცილებლად გამოადგებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლაში მსგავსი ტურნირები სისტემატურად ჩატარდება და უფრო მეტ მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა, გამოავლინოს თავისი ინტელექტუალური პოტენციალი.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა