მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მასწავლებლობა დღეს მხოლოდ პროფესია არაა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილია, ახალგაზრდებისთვის ბიძგისა და პიროვნული ზრდის მხარდაჭერის ვალდებულებაა“ - ასე გვპასუხობს 2024-2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ეკა სეფიაშვილი კითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის პედაგოგობა.
როგორც თავად გვეუბნება, „მასწავლებლობა“ 6-7 წლის ასაკიდან დაიწყო. მე-10 კლასიდან უკვე ზუსტად იცოდა, რომ ნამდვილად მასწავლებლობა უნდოდა და ასეც მოხდა. ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია და უკვე 26 წელია პედაგოგია.
„26 წელია ვმუშაობ მშობლიურ სკოლაში. მასწავლებლობა დღეს მხოლოდ პროფესია არაა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი, ახალგაზრდებისთვის ბიძგისა და პიროვნული ზრდის მხარდაჭერის ვალდებულებაა.
ჯერ კიდევ 6-7 წლის ასაკში მასწავლებლის როლი მქონდა მორგებული. დაფა, ცარცი, სათვალე, საჩვენებელი ჯოხი, აღრიცხვის ჟურნალი, გამოგონილი გვარები, სახელები და თანაც, თავი კომბინირებული საგნების სპეციალისტად მომქონდა. შესაბამისი სივრცე მქონდა სახლში და არავის შეეძლო ჩემი კომფორტის ზონის დარღვევა. გასაკვირია, მაგრამ მყვირალა და აგრესიული ტონი მქონდა მაშინ ჩემს წარმოსახვით მოსწავლეებთან. მას შემდეგ გავიდა წლები, შემეცვალა პროფესიული ხედვა და რაღაც პერიოდი ექიმობა მოვისურვე, პედიატრობა მინდოდა, მაგრამ მე-10 კლასში მტკიცედ გადავწყვიტე უცხო ენების პედაგოგობა. ინგლისური ენის სიყვარულმა, ახალგაზრდებისთვის საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და მომავლის გზის გაკვალვის დახმარების სურვილმა, ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთების მოტივმა, ბავშვობის როლური ოცნება რეალობად მიქცია“, - გვეუბნება ეკა სეფიაშვილი.
პედაგოგი პროფესიულ გამოცდილებსა და წარმატებებზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლებისთვის საერთაშორისო პრაქტიკების გაგება, ინოვაციური მეთოდების სწავლა და დანერგვა მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მოსწავლეებმა უფრო მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ.
„საერთაშორისო კონკურსები და პროექტები მასწავლებლისთვის ახალი გამოცდილება, პროფესიული ზრდა, ახალი კონტაქტები, კოლაბორაცია, განათლების ახლებური ტრენდებისა და ინოვაციების გაცნობა-დანერგვა-გაზიარებაა. მოსწავლეებისთვის კი გლობალურ ხედვის, ინტერკულტურული უნარების, ინოვაციური, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობაა.
AKS Education Awards, AKS Worldwide Pvt Ltd-ის პროექტია, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს.
AKS ორგანიზაცია განათლების მართვის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და პრაქტიკების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია, განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება. ამ პროექტის შესახებ მე 2024 წლის ზაფხულში გავიგე, შემთხვევით წავიკითხე პოსტი „ქართველ მასწავლებელთა საზოგადოების“ პლატფორმაზე და დავინტერესდი. დეტალებს რომ გავეცანი, მივყევი აპლიკაციის კითხვებს, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა ბოლომდე შესავსებად, ადვილი არ იყო ზღვა აქტივობებისა და მიმართულებების ხარისხიანად დალაგება და შესაბამისი კომპეტენციების მტკიცებულებების, სკოლის დირექტორის, კოლეგებისა და თემის წარმომადგენლებისგან რეკომენდაციების თავმოყრა და მაინც, გავედი ბოლოში.
წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა ჯამში 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელმა მიიღო და გაიმარჯვა მხოლოდ 10 ქვეყნის 50-მა მასწავლებელმა.
ვფიქრობ, რომ მთავარი ორიენტირი მასწავლებლის შეფასებაში მოსწავლეებისთვის მიღებული ბენეფიტები, თანამშრომლობითი კულტურა, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა და მრავალფუნქციური პასუხისმგებლობაა სკოლის, თემის და ქვეყნის წინაშე. თუ კომისია თვალს ადევნებდა აპლიკანტების სოციალურ გვერდებს, შესაძლოა ეროვნული პრემიის გამარჯვებული მასწავლებლის გარემოებაც წამადგა ნაწილობრივ, თუმცა, როცა აპლიკაციაზე ვმუშაობდი, მაშინ შედეგი არ ვიცოდი.. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ეს იყო წარმოუდგენელი ემოცია, როდესაც მოწვევა მივიღე მასწავლებლის მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, როგორც გლობალური ჯილდოს გამარჯვებული ქართველი პედაგოგი“, - აღნიშნა ეკა სეფიაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა