მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, სადაც საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - თამილა ნადირაშვილისა და ლალი მეხრიშვილის, ასევე გეოგრაფიის მასწავლებლის - ნანა გახოკიძის და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგ ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით VII-XII კლასის მოსწავლეებმა გამართეს ისტორიულ-შემეცნებითი ღონისძიება - „დავით აღმაშენებელი – მეფე, რომელმაც სინათლედ აქცია საქართველო“.
მოსწავლეებმა შეისწავლეს და გააცოცხლეს დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი – მისი გამოწვევები, რეფორმები და ბრძოლები. ლექსებისა და ჩანახატების მხატვრული შესრულებით გაამდიდრეს დავითის ეპოქის სულიერი ატმოსფერო. წარმოთქვეს დავით აღმაშენებლისადმი მიწერილი წერილები, რომლებიც თავად შექმნეს. წარმოადგინეს კედლის გაზეთები და პოსტერები, მორთული დავითის პორტრეტებით. პედაგოგმა ნანა გახოკიძემ თავის სადამრიგებლო კლასთან ერთად პრეზენტაციით წარადგინა გიორგი ჭყონდიდელის მოღვაწეობა, როგორც დავითის მრჩევლისა და აღმზრდელის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და სკოლის საზოგადოება, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა და მასწავლებელთა შრომა.
დასასრულს, პედაგოგმა თამილა ნადირაშვილმა შეაჯამა დავითის ეპოქის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისთვის. სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და წარმატებები უსურვა მომავალ აქტივობებში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა