სიახლეები
სკოლები

„ჩემი სოფლის ისტორია“ - ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პროექტი წარმოადგინეს
13-02-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალათუმანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და საამაყოა, რომ ბილინგვური განათლება სკოლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობები ტარდება და მათ შორის აღსანიშნავია პროექტი სახელწოდებით „ჩემი სოფლის ისტორია“, რომელიც ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგის - სოფიო ბერიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში XI-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროექტზე მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ, რომლის ფარგლებშიც მოიძიეს ინფორმაცია, გაესაუბრნენ სოფლის მკვიდრ უხუცესებს და დამსწრე საზოგადოებას მრავლისმომცველი, ინფორმაციული, საინტერესო პრეზენტაცია შესთავაზეს.

„მოსწავლეებმა თანატოლებს უამბეს სოფლის დაარსების ისტორია, ისაუბრეს იმ პერიოდის შესახებ, როცა მოხდა მათი სოფელ ალათუმანში ჩამოსახლება, ასევე ისაუბრეს სოფელში დაბადებული და გაზრდილი ღვაწლმოსილი ადამიანების შესახებ, გაიხსენეს ალათუმანში არსებულ სამების ტაძრის, ძველი და ახალი სკოლების ისტორია, ტრადიციები.

„მოსწავლეებმა პროექტის წარმოდგენის დროს ხაზი გაუხვეს სოფლის ლამაზ ბუნებას, განსაკუთრებით კი აღნიშნეს ტბა მიმინეთის თვალწარმტაცი სილამაზე და სოფელში არსებული წყარო, რომელსაც  ლეგენდის მიხედვით, ბევრი სამკურნალო თვისება ჰქონია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება