მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობითა და ცოდნის ტრანზიიცით არ შემოიფარგლება; პედაგოგები ყველანაირ პირობას უქმნიან ბავშვებს, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ და ხელს უწყობენ მიღწევების წარმოჩენაში.
დღეს გაგაცნობთ ქუთაისის N4 საჯარო სკოლის, IX კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, საუკეთესო სპორტსმენს, კესარია ძნელაძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა სკოლის თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი თავის მრავალმხრივ ნიჭიერებაში, როდესაც მოლბერტებზე გრაფიკაში და ასევე აკვარელით შესრულებული მისი ორიგინალური ნამუშევრები გამოიფინა (კლასის ხელმძღვანელი მაკა კახიძე, ხელოვნების მასწავლებელი ვერა ლომიძე).
„კესარიას ნატურმორტები გამოირჩევა იშვიათი მოხაზულობით, ფანქრის მოსმის მაღალი გემოვნებით, შტრიხების სისავსითა და სრულყოფილებით. გვხიბლავს მისი ფერთა გამაც და გვაფიქრებს, რომ ფერწერა სულის უმაღლესი განზომილებაა, ადამიანთა სიამოვნებისათვის შექმნილი.
გვსურს, გზა დავულოცოთ კესარია ძნელაძეს ხელოვნების დიდ სარბიელზე!“, - ასე გამოეხმაურა მოსწავლის მიღწევებით ამაყი ქუთაისის N4 საჯარო სკოლა კესარია ძნელაძის შემოქმედებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა