მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
მათ შორისაა, მე-11 კლასის მოსწავლე დავით კვარაცხელია, რომელაც ინგლისური ენის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურშიც გაიმარჯვა და ამჯერად ფინალში გავიდა.
ნიშანდობლივია, რომ დავითმა საკმაოდ მცირე დროში 40-დან 39 ქულა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დავითმა პირველ ტურში 40-დან 40 ქულა აიღო და ქვეყნის მასშტაბით I ადგილი დაიკავა.
სკოლის ადმინისტრაციამ წარმატებული მოსწავლე წიგნებით დაჯილდოვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს, ახლა უკვე ფინალში აქტიურად გულშემატკივრობენ და ახარებთ, რომ მისი პედაგოგის შრომა დაფასდა.
„აღსანიშნავია, რომ დავითის მასწავლებელი არის იზოლდა დანელია, რომელიც დავითს დამატებით ამეცადინებს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„ბავშვების სიხარული იყო უსაზღვრო და აქტიურად გულშემატკივრობდნენ ეროვნულ ნაკრები“