| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე არის მსოფლიოში აღიარებული ღონისძიება, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ერთად აღნიშნონ ხმამაღლა კითხვის სიხარული და ხელი შეუწყონ წიგნიერების პოპულარიზაციას.
ამ დღის მნიშვნელობის გათვალისწინებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, თავის დამრიგებლის - რიტა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიური მონაწილეობა მიიღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში.
მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი საინტერესო აქტივობა: წაიკითხეს საბავშვო მოთხრობები, ესტუმრნენ ბიბლიოთეკას, ერთად წაიკითხეს მოთხრობა - „თოჯინა“ და შექმნეს ხელნაკეთი თოჯინები, შეარჩიეს სხვადასხვა მოთხრობა და შექმნეს საკუთარი წიგნები, თითოეულმა მოსწავლემ დაალაგა ტექსტი შინაარსის მიხედვით და შექმნა ინდივიდუალური ნამუშევარი.
ღონისძიების კულმინაცია იყო წიგნების პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს საკუთარი ნამუშევრები და აქტიურად ჩაერთნენ საჯარო განხილვაში.
ღონისძიებას მშობლები, დაწყებითი კლასების მასწავლებლები - განგა ჭუჭუხაშვილი და მარიამ ტაბაძე და სკოლის დირექტორი - ეკატერინე ჩიტაური ესწრებოდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მშობელი თავადვე შეუერთდა საჯარო კითხვას, რათა ბავშვებისთვის მაგალითი მიეცა და კიდევ უფრო გაეზიარებინა კითხვის მნიშვნელობა.
მოსწავლეებმა განივითარეს კითხვისა და ანალიზის უნარი. მათ შეძლეს შემოქმედებითი ნამუშევრების შექმნა. გააცნობიერეს წიგნიერების მნიშვნელობა და სიამოვნება, რომელსაც კითხვის პროცესი მოაქვს.
ღონისძიების დასასრულს პირველი კლასის მასწავლებლებმა, მშობლებმა და სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადეს, როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისა და შთამბეჭდავი შემოქმედებითი ნამუშევრებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს