მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის, არწივანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებასა თუ პროექტში, რაც ცოდნის განმტკიცებაში ეხმარებათ.
ახლახან, არწივანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება ერთი სლოგანის გარშემო - იკითხე ბევრი, იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება