სიახლეები
სკოლები

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიება ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში
14-02-2025
-
+


ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიება ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში. დირექციის (სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე) მოწვევით, სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ლექტორი ანა ჯიქია. მან წარმოადგინა მოხსენება თემაზე -„ქალები მეცნიერებაში — გენდერული ბარიერები“.

მომხსენებელმა გააანალიზა თანამედროვე გენდერული პოლიტიკის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი განათლების სფეროს, მის აქტუალურობას. ლექტორმა დეტალურად მიმოიხილა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა როლის გაძლიერებას მეცნიერებაში და წარმოადგინა საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი დისკუსია, სადაც მონაწილეებმა განიხილეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული რეალობა და სამომავლო პერსპექტივები ქალთა სამეცნიერო პოტენციალის სრულად რეალიზების კუთხით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება