მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მიეძღვნა.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას მე-4 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარიამ გელხაური-ილურიძის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში, შერჩეული ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს, ერთმანეთს კითხვის სიხარული გაუზიარეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა