მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში „PISA 2025“ მონაწილეობასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორ მაია მიმინოშვილთან ერთად, უმასპინძლა.
ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა და ამ მიმართულებით რესურსცენტრების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
შეხვედრის მონაწილეებს მაია მიმინოშვილმა სკოლების მხარდამჭერი ციფრული პლატფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი რესურსი ყველა სკოლისთვის.
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის (NCER) ხელმძღვანელმა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების, განსაკუთრებით კი PISA-ს კვლევის, მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ სასკოლო საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით