მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია სახელწოდებით „დედამიწა ჩვენი სახლია“ მოაწყვეს.
აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც დაარიგეს სკოლაში, მეზობელ სკოლაში და თემში.
ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისინი ესტუმრნენ ჩანახჩის საჯარო სკოლას, სადაც შეხვდნენ სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს, დაურიგეს ბუკლეტები და გააცნეს ინფორმაცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.
მათ ასევე გამოაკრეს საინფორმაციო სახის პოსტერები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ბუკლეტები დაარიგეს სოფლის სახალხო ტრანსპორტში და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
ღონისძიების ორგანიზატორი „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი იყო.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა