მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ.
შესაბამისად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. მოეწყო წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა მორიგი საინტერესო აქტივობა, რომლის მიზანი იყო კრიტიკული აზროვნების განვითარება, წიგნიერების დონის ამაღლება, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის ხელშეწყობა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი წიგნებიდან საზოგადოებას წაუკითხეს ნაწყვეტები. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა დაწყებითი კლასები I-დან VI კლასების ჩათვლით.
ღონისძიებას ხელძღვანელობდა პედაგოგი ეკატერინე ლიპარტელიანი.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება