მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით და ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე ხელნაკეთი ილუსტრირებული წიგნი „რობინზონ კრუზოს დღიური“ დაამზადეს. მათ მოვალეობები გაინაწილეს და თავიანთი უნარები კარგად წარმოაჩინეს.
მოსწავლეები სამუშაო პროცესში ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. აქტივობა მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ შეისწავლეს სად ცხოვრობდა და როგორ ატარებდა დროს რობინზონ კრუზო და დღიურში აღწერეს. საინტერეოა მათი შექმნილი ილუსტრაციებიც.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება