მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და სასწავლო შემართებაზე აისახება.
მათ შორის, სკოლაში ჩატარდა წმინდა ქეთევან დედოფლის ხსოვნის საღამო სახელწოდებით - „შენ უკვდავება დაიმსახურე!“, რომელიც დაიწყო ე. სამჭკუაშვილის სიმღერის ფონზე თამარ ფარჩუკიძის ლექსის წაკითხვით.
Xა კლასის მოსწავლემ ლ. გურგენიშვილმა ისაუბრა საუკუნის მოწამეზე - შუშანიკ დედოფალზე, რომლის გზაც გააგრძელა ქეთევან დედოფალმა: „ ეწამა, ცხონდა, ამაღლდა ...!“
ეს იყო დღე ქეთევან წამებულის დიდების, აღმაფრენის, გმირობის, ქეთევანის - რომლის დაბადებიდანაც 450, ხოლო გარდაცვალებიდან 400 წელი შესრულდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მის ღვაწლზე, თავს დატეხილ უბედურებაზე და სიამაყით აღნიშნეს, რომ „ საქართველოს დედად“ წოდებული ქალი მუხრანში იყო გაზრდილი და მას უწოდებდნენ „ მუხრანელ ციცინათელას“.
Xა კლასის მოსწავლეები სიამაყით მოუთხრობდნენ მსმენელს დედოფლის გამძლეობაზე, მის რწმენაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებასა და მოთმინებაზე.
აღნიშნულ საღამოზე ინსცენირებული იყო რამდენიმე ეპიზოდი წმინდანის ცხოვრებიდან, სადაც შაჰის როლი შეასრულა ლუკა გურგენიშვილმა, ქეთევანის - ნინო კბილაშვილმა, მაჰმუდ ბეგის - გიორგი პავლიაშვილმა, უნდილაძის - საბა ზურაბიშვილმა, კონსტანტინე მირზასი - ანზორ კუზანოვმა. ქეთევანის სურათი დახატა - მარიამ ხაჩიურმა.
საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ვარდიაშვილი, მუსიკალურად გააფორმა მაია ბედიანაშვილმა (ხალხური სიმღერები შეასრულეს: ნინო ოკინაშვილმა და ნიკა ზარიაშვილმა), ტექნიკური მხარდამჭერი - ნინო ფარტენაძე გახლავთ.
დასასრულს საღამო შეაფასა სკოლის დირექტორმა, სოფო კუბლაშვილმა, მან აღფრთოვანება გამოხატა მოსწავლეების მიმართ და სამშობლოსადმი ერთგულება და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.
ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა