მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით