მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლამდელ დაწესებულებასა და მის თანამშრომლებს შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულებით ფორმდება. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხი სწორედ შრომით ხელშეკრულებაშია გაწერილი, მასში არ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა მოიცავდეს შემდეგ არსებით პირობებს:
ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;
ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; დ) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის;
ე) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;
ვ) შრომის ანაზღაურება და მისი გადახდის წესი; ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
თ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;
ი) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი.
დამატებით, ავტორიზაციის სტანდარტები ითხოვს, რომ საგანმანათლებლო პერსონალთან მიმართებით ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ანაზღაურებადი არასაკონტაქტო საათების შესახებ ჩანაწერს და მის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით