მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის, დეხვირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონაწილეობენ, რომლებიც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
ახლახან დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ეკო-კომიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებში.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, აქციის ფარგლებში, პოლიეთილენის ბოთლების, პარკების, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა ცენტრალური გზისპირები და სოფლის მიმდებარე ტერიტორიები.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნული აქტივობით კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ „რაც უნდა უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს ჩვენი როლი დედამიწის მომავლის ფორმირებაში, სინამდვილეში - უდიდესია!
დიდი მადლობა დღევანდელი აქციის ყველა მონაწილეს!
ცვლილება იწყება შენით!!!
იყავი შემდეგი შენ - ჩვენი ცხოვრების უკეთესი მომავლისთვის“!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება