მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აზმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები, პედაგოგებისა და დირექციის ძალისხმევით, იღებენ საფუძვლიან განათლებას, აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და შემეცნებით აქტივობებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
ახლახან წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეული აღინიშნა, რომელსაც აზმანის საჯარო სკოლა შთამბეჭდავი აქტივობით შეუერთდა.
ღონისძიების ლოზუნგი იყო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.
მოსწავლეებმა სხვადასხვა წიგნიდან საინტერესო ამონარიდები წაიკითხეს, მათ შორის არა მხოლოდ პროზიდან, ასევე პოეზიიდანაც და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ჰქონდეს წიგნს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება