მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ბარდნალის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობით, გაიფართოონ თვალსაწიერი.
დღეს გვინდა გაგაცნოთ სკოლის ნორჩი მოჭადრაკეები: ბექა ბენდელიანი, ანა თუთისანი, ანდრია ნემსწვერიძე და დავით ჩარკვიანი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პირველ სასკოლო ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“.
ბარდნალის სკოლას მოსწავლეთა წარმატება ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია - მათ სიგელები გადაეცათ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საგნის მასწავლებელი გახლავთ ფიქრია შკუბულიანი.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებსა და პედაგოგს ამ მიღწევას, და სამომავლოდ კვლავ არაერთ წარმატებას უსურვებს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება