მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა.
შესაბამისად, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
10-14 თებერვალს, დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავს კვირეული მიეძღვნა.
ისტორიის, მოქალაქეობის, ქართული ენისა და ლიტერატურის, საღვრთო სჯულის და სხვა საგნების პედაგოგებმა მრავალფეროვანი გაკვეთილები მიუძღვნეს მეფეთ მეფის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
11 თებერვალს ისტორიის მასწავლებელმა - ქეთევან გოცირიძემ თემატური გაკვეთილი ჩაატარდა V1 კლასში. გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
11 თებერვალსვე სკოლაში უმასპინძლეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს - ჯემალ კარალიძეს, რომელიც შეხვდა უფროსკლასელებს, პედაგოგებს და ესაუბრა მათ თემაზე- „საქართველოს გაერთიანება და დავით აღმაშენებელი“.
სკოლაში მადლობას უხდიან ჯემალ კარალიძეს ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის.
11 თებერვალს IV, V, VI კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, სკოლის სააქტო დარბაზში ნახეს სასწავლო-დოკუმენტური ფილმი - „დიდგორის ბრძოლა“.
ფილმმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მოწაფეებში. ფილმის ყურების შემდეგ მსჯელობა და განხილვა საკლასო ოთახებში გაგრძელდა.
12 თებერვალს, XI1 კლასში ქართული ენისა და ლიტერატუტის მასწავლებელმა - ქეთევან ქაჯაიამ ჩაატარა თემატური გაკვეთილი: მეფის სახე კონსტანტინე გამსახურდიას რომანში - „დავით აღმაშენებელი“.
დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავისადმი მიღვნილი კვირეულის ფარგლებში, 12 თებერვალს, XI2 და XI3 კლასებში მოქალაქეობის პედაგოგმა - ნატალია სირაბიძემ ჩაატარა თემატური გაკვეთილი - „პიროვნების როლი სახელმწიფოში- „დიდი სახელითა და უდიდესი საქმითა”-დავით აღმაშენებელი.“
ამავე დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მარინა ტალახაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი.“ ლექციას ესწრებოდნენ უფროსკლასელები, პედაგოგები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
12 თებერვალს ისტორიის მასწავლებელმა - ზვიად ჩხენკელმა ჩაატარა თემატური ვიქტორინა-კონკურსი მე-8 კლასის მოსწავლეთა შორის. ვიქტორინის შეკითხვები ეხებოდა დავით აღმაშენებლის ეპოქას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ისტორიის პედაგოგები.
13 თებერვალს ისტორიის მასწავლებელმა - პირიმზე რურუამ წაიკითხა ლექცია თემაზე - „რუის-ურბნისის კრება; სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა დავით IV-ის დროს.“ ღონისძიებას ესწრებოდნენ უფროკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები.
მეფეთ მეფის გარდაცვალების 900 წლისთავისადმი მიღვნილი კვირეულის ფარგლებში, 13 თებერვალს წმ. ნინოს სახელობის ტაძარში სკოლის მოძღვრებმა გადაიხადეს პარაკლისი წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებლისა. პარაკლისს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
13 თებერვალს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ რუსუდან თოიძესთან ერთად, III4 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის შესახებ, წარმოადგინეს თავიანთი საპრეზენტაციო ნამუშევრები, წაიკითხეს მონაკვეთები საბავშვო ისტორიიდან.
13 თებერვალვე, მოეწყო დაწყებითი საფეხურის - III-IV კლასების მოსწავლეთა პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა - „ჩემო თვალნათელო-ჩემო საქართველო“; ღონისძიებას მასწავლებელი ირინა სევოსტიანოვა ხელმძღვანელობდა.
საღმრთო სჯულის გაკვეთილებზე V, VI, VII კლასებში (მასწავლებლები მარიამ ქორიძე და რუსუდან ურუშაძე) ისაუბრეს წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლზე, გელათის მონასტრისა და აკადემიის მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი კედლის გაზეთები.
14 თებერვალს ისტორიის მასწავლებელმა - ლევან სამსონიამ წაიკითხა ლექცია თემაზე - „საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ვითარება დიდგორის ომის წინ.“
ღონისძიებას ესწრებოდნენ უფროკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ლამარა გოგიბერიძესთან ერთად, II-1 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის შესახებ, წარმოადგინეს თავიანთი საპრეზენტაციო ნამუშევრები.
ამავე დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - რუსუდან თოიძემ VII3 კლასში ჩაატარა თემატური გაკვეთილი - „დავით აღმაშენებელი ქართულ პოეზიაში“.
ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა VI3 კლასში ჩატარებული თემატური ღია გაკვეთილი - „დავით IV აღმაშენებელი“. სასწავლო პროცესს ისტორიის პედაგოგი ქეთევან გოცირიძე ხელმძღვანელობდა.
11-14 თებერვალს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VI1 კლასში, „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილები დაეთმო დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს. გაკვეთილებს მასწავლებელი ინგა მართალიშვილი წარუძღვა.
11 თებერვალს გაკვეთილზე „და იდექ სვეტად საქართველოსა“ - მოსწავლეებმა ისაუბრეს ერთიანი საქართველოს შექმნისთვის გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე, მეფე მწიგნობარზე, გელათის აკადემიის შექმნასა და მის მნიშვნელობაზე.
14 თებერვალი დაეთმო მეფის სამხედრო რეფორმებსა და „ძლევაი საკვირველს“. მოსწავლეებმა ისაუბრეს დიდგორის ბრძოლის დროს დავით მეფის სტრატეგიულ და ტაქტიკურ ნაბიჯებზე, მტერთა სიმრავლის მიუხედავად ბრძოლაში გამარჯვებაზე.
სკოლაში მოეწყო ვორქშოფი თემაზე - ისტორიული წყაროების კონტენტ ანალიზი გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენებით.
VIII1 და VIII4 კლასების მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგის - ანა ანუშიძის შესაბამისი ინსტრუქციების და მაგალითების გამოყენებით შეძლეს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებიდან - „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ 10 ფრაგმენტის კონტენტ ანალიზი. როგორც კონტენტ ანალიზის პროცესში, ისე კონტენტ ანალიზის შედეგების დემონსტრირების მიზნით მომზადებულ პრეზენტაციის ფურცელებში გამოიყენეს გრაფიკული ორგანიზატორები: კონცეპტუალური რუკა, მიმდევრობითი დიაგრამა, ვენის დიაგრამა, ყვავილის გვირგვინი, სვეტოვანი დიაგრამა, ტაქსონომია.
გაკვეთილები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მეფეთ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტებიც შეიტყვეს მისი მეფობის შესახებ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა