მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში სხვადახვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნა.
ვანთის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა, ტექნოლოგიების მასწავლებელის - ნათია საგინაშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა, წარადგინეს პრეზენტაცია და დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.
მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
უსაფრთხო ინტერნეტის დღე (Safer Internet Day) ყოველწლიურად 5 თებერვალს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. იგი წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტგარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება