მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელობა ყურადღება ექცევა.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
სკოლაში ჩატარდა ლექცია თემაზე - „დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა“, რომელსაც ისტორიის მასწავლებელი დავით ტრაპაიძე წარუძღვა.
ლექციას ესწრებოდნემ V -XII კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები.
ლექცია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოზარდებმა მეფეთ-მეფის ცხორვებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და მისი მეფობის შესახებ ბევრი ახალი დეტალიც შეიტყვეს.
აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება