მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას; პედაგოგების მხარდაჭერით ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ გასვლით აქტივობებში და შემეცნებითი ღონისძიებების ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც სტუმრობენ.
ამჯერად რუსთავის N3 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას SEU-ს ესტუმრნენ.
კლასის დამრიგებელთან, ანნა დავითაძესთან ერთად, მოისმინეს შემეცნებითი ლექცია - „გენიოსი ბავშვები და მათი ისტორიები“.
„შეხვედრაზე ისაუბრეს გენიოს პატარებზე, სამყაროს ყველაზე გამორჩეულ და გონიერ ადამიანებზე, ემოციურ ინტელექტზე, ინტელექტის კოეფიციენტზე. გაიცნეს მსოფლიოს ვუნდერკინდები! ისაუბრეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი ნიჭით სამყარო შეცვალეს – ალბერტ აინშტაინზე, ნიკოლა ტესლაზე, პაბლო პიკასოზე, უოლტ დისნეიზე...“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაშიც - მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავისი ცოდნა, დაკვირვებები და შთაბეჭდილებები...
„განსაკუთრებული მადლობა მშობლებსა და პედაგოგს, ბავშვებთან ერთად რომ მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო თავგადასავალში!
შეხვედრის მიზანი იყო, დაენახათ ბავშვებს, რომ თითოეულ მათგანში იმალება გენიოსი – საკმარისია, იპოვონ უნიკალური გზა და არ შეუშინდნენ გამოწვევებს!“, - ასე გამოეხმაურა რუსთავის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეთა გასვლით აქტივობას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება