მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავდა დოკუმენტი, რომელიშიც დეტალურადაა გაწერილი რა ვადებში უნდა დასუფთავდეს ბაღის ეზო, სათავსო, ოთახი და სხვა მოწყობილობები თუ ნაგებობები.
მთელი შენობის გენერალური დასუფთავება უნდა მოხდეს ყოველთვიურად.
• გენერალური დასუფთავება ხორციელდება სველი წესით (სასმელ წყალში დასველებული ტილო), სარეცხი საშუალებების გამოყენებით (საპონი, კალცინირებული სოდა, სინთეზური სარეცხი საშუალებები) ღია ფანჯრებისა და ფრამუგების პირობებში;
• ფანჯრის მინები შიგნიდან და გარედან უნდა გაიწმინდოს დაწესებულების მიერ დადგენილი პერიოდულობით და დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ორჯერ (შემოდგომასა და გაზაფხულზე), აღნიშნული უნდა დადასტურდეს სტანდარტული საოპერაციო პროცედურით და წარმოებული სამუშაოების დოკუმენტირების სისტემით;
• სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრული საჭიროებიდან და ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად. საჭიროების განსაზღვრას დაწესებულება უნდა ახდენდეს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
დეზინფექციისათვის უნდა გამოიყენებოდეს სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის8 მიერ რეგისტრირებული, ნაკლებტოქსიკური პრეპარატები/კომპოზიციები (მაგ.: 0,5%-1.0% ქლორისა და ქლორამინის ხსნარი, 0,5% კალციუმის ჰიპოქლორიტი, ქლორდეზინი (0,5%) და სულფოქლორანტინი (0,2%)), ან სხვა ნებისმიერი რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალება https://www.ncdc.ge/#/blog/blog-list/b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769.
მიმდინარე დასუფთავება ხორცილდება კანონმდებლობით დადგენილი მეთოდებით და პერიოდულობით, კერძოდ:
• იატაკი, პლინტუსები, ავეჯის ქვეშ სივრცეები უნდა დასუფთავდეს სველი წესით დღეში ორჯერ;
• დაწესებულების ყველა სათავსის დასუფთავება უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, სველი წესით, ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით, გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების პირობებში (სადაც ეს შესაძლებელია);
• ავეჯის ზედაპირიდან (არაუმეტეს 2 მეტრს სიმაღლეზე), გამათბობელი მოწყობილობიდან, განსაკუთრებით ხშირად შეხებადი ზედაპირებიდან (კარის სახელური, კარადის სახელურების და სხვა), ფანჯრის რაფებიდან მტვერი სველი წესით უნდა გაიწმინდოს ყოველდღიურად;
• ბავშვების ტანსაცმლის კარადები ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს შესაბამისი ზედაპირების მოვლისათვის განკუთვნილი საშუალებით. კვირაში ერთხელ ირეცხება/მუშავდება სველი წესით;
•გამწოვი ვენტილაციის ჟალუზები სისტემატურად უნდა გაიწმინდოს დაბინძურების შესაბამისად (რეკომენდირებულია: კვირაში ერთხელ ან საჭიროებიდან გამომდინარე უფრო ხშირად).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ