მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა პროექტსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად მონაწილეობენ.
15 თებერვალს, ქ.ქუთაისში ჩატარდა I რესპუბლიკური კონფერენცია - „რვალის მჭედლები“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ჩოლურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - ანი ზურაბიანი და ნინო ბენდელიანი.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
საუკეთესო თემისთვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
მოსწავლეთა თემის ხელმღვანელი ისტორიის მასწავლებელი ი.ონიანი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება