სიახლეები
სკოლები

საქართველოს ჩემპიონი მე-5 კლასელი ინტელექტუალები ბარდნალის საჯარო სკოლიდან
18-02-2025
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

მოსწავლეებმა გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ ბრწყინვალე წარმატება მოიპოვეს. მე-5 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდი U5 ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულია. 

ახლახან, გამარჯვებული მოსწავლეები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. „ტვინების ბრძოლის“ 2024 წლის შემოდგომის სეზონზე, საქართველოს ჩემპიონების დაჯილდოების ღონისძიება ქუთაისის N34 საჯარო სკოლაში.

U5 ასაკობრივ კატეგორიის გამარჯვებულ ბარდნალის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა გუნდს - „გამბედავები“ მათი სურვილის შესაბამისად, გადაეცა ციფრული ტექნიკა.

მთავარ პრიზებთან ერთად ჩემპიონებს მედლები, მხატვრული  ლიტერატურა, მარათონისა და ექსპედიციის ვაუჩერები დაურიგდათ.  გამარჯვებული მოაზროვნეები ასევე ფლობენ IQ ლიდერთა სკოლის სრულ დაფინანსებას, მათთვის სასურველი პროგრამის ერთ კურსზე. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენო ჭკვიანებო, გამბედავებო და მიზანსწრაფულებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ!  მადლობა, რომ ასახელეთ ჩვენი სკოლა, ასევე, მთელი ლეჩხუმი და თითოეული გულშემატკივარი! წარმატებებს გისურვებთ ახალ, გაზაფხულის, სეზონზე!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება