სიახლეები
სკოლები

თბილისის N94 საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო პოეზიის დღესასწაულად იქცა
18-02-2025
-
+


პოეზიის საღამო, რომელიც  ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა, პოეზიის დღესასწაულად იქცა.

სკოლაში მოქმედი კლუბ „ლაზარეს“ წევრების მონდომებით საღამო ანა კალანდაძის 100 წლისთავს მიეძღვნა.

სკოლაში მოქმედი კლუბ „ლაზარეს“ წევრების მონდომებით (კურატორი-მაკა დანელია), პედაგოგ მერი კავთელაძისა და სკოლის ბიბლიოთეკარის მარინა მიხაშვილის ხელშეწყობით დაიგეგმა დიდი პოეტის საიუბილეო 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო; აღსანიშნავია, ისიც რომ ღონისძიების ორგანიზებაში სრული მხარდაჭერა გამოხატა სკოლის დირექციამ.

ანა კალანდაძე - პოეტი, რომელიც ყველა ქართველმა იცის, გულით ატარებს და უკვდავებად ქცეულ ფრაზებს ღიღინებს. სიტყვებს მოსდევს, ერთ დიდ თაიგულად იქცევა, ნიაღვრად გადმოსჩქებს სცენიდან და აბრუებს პოეზიის მოყვარულთა დიდ შეკრებას. ეს ანაა - შეუდარებელი, პოეზიის ქალღმერთი, სიტყვა, რომელიც სიმღერად იქცა იგი საუკუნეებს გაუძლებს, უკვდავების წიგნში ჩაეწერება; „საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?“ ისმის სცენიდან და უკვდავ სიტყვებს მოსდევს სხვა ერთიმეორეზე შეუდარებელი სიტყვები. მით უფრო საამაყოა, რომ ამ ლექსებს დიდი სიყვარულითა და მონდომებით წარმოთქვამენ ბავშვები, ახალი თაობა გაზრდილი ანას ლექსებზე ქმნის მომავალს;

სცენიდან იღვრებოდა ლექსის ჰარმონია; ლექსებს ცვლიდა სიმღერები გიტარის თანხმლებით, რომელსაც ასრულებდნენ: მარიამ ასალამაზიშვილი და ელენე ბოგვერაძე, სიმღერებს ხალხური ცეკვები ანაცვლებდა, რომელსაც ასრულებდნენ: ანანო ამბროლაძე, მარიამ კოპალიანი და ანასტასია ბაიდოშვილი; მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა თითოეულ შესრულებას. სცენას ალამაზებდნენ წამყვანები მეთერთმეტეკლასელები ბაიკო ქარდავა და ლევან შეწირული; „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“,  „წამყე ბეთანიისაკენ“ , „კარში გამო,ჭია, ჭია მაია“; გურიის სოფელში იმოგზაურეს ბავშვებმა და კალანდობა მიულოცეს სამყაროს, იქვე თუთამ  გაიშრიალა, იასამანმაც არ დააყოვნა და შესცინა ცისკრის ვარსკვლავს, „ასეთი დარი თუ იყო მაშინ“ დაიბუბუნა დავით აღმაშენებელმა და დაუტოვა ქართველს ანდერძად „ფეხი დამადგით, გულზე დამადგით“, აფრენილ ყორნებს არ შეუშინდა ლამაზად გაშლილი ყაყაჩო, დაიმორცხვა და გაწითლდა... ასე ულევად იღვრებოდა უკვდავება სცენიდან, ასე გალობდნენ პოეზიის ქალღმერთის  ლექსებს:  ნინი მესხიშვილი, ანა არჯევანიძე, ლიზი კუჭუხიძე, კატო ეკავა, საბა მაჩალაძე, ლიკა მელიქიძე, დიკო   სარალიძე, ანა პაპიაშვილი, ანანო   ხარბედია, ანასტასია ეკავა და ნუკი ბოკუჩავა.  საღამომ მაყურებელთა აღფრთოვანება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბულზე  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება