მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, სკოლის მე-11 ა კლასის მოსწავლე მარიამ გრიგალაშვილი და მისი პედაგოგი ნუკრი ხურციძე ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და საქართველოს ტრადიციული იარაღის კვლევისა და შენარჩუნების ცენტრის მიერ დაგეგმილ ეროვნულ კონფერენციაში- „რვალის მჭედლები“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლე კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესიც გამოიწვია.
კონფერენცია, რომლის მიზანი ქართული ტრადიციული მჭედლებისა და სამჭედლოების გამოვლენა, მოცემული მატერიალური არტეფაქტების აღწერა იყო, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.
პროექტში ჩართული სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების მიერ წარდგენილი ნამუშევრებიდან კონფერენციაზე 11 საუკეთესო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს მე-11 კლასისელ მარიამ გრიგალაშვილსა და მის პედაგოგ ნუკრი ხურციძეს კონფერენციაში წარმარებულ მონაწილეობას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება