წყალწმინდის საჯარო სკოლაში პროექტი „ჯანსაღი კვება“ განახორციელა
18-02-2025
დაკოპირებულია
-
+
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შესაბამისად ხშირად ტარდება სხვადასხვა პროექტები, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მე-8კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის ნათელა გოგოლიშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელა პროექტი „ჯანსაღი კვება“.
„მოსწავლეები დამაჯერებლად საუბრობდნენ ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. მათ კარგად იციან, რომ კვების ხასიათი ბევრად განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგრადობას. მოსწავლეებმა მოახდინეს საკვების კატეგორიზაცია და გააკეთეს პრეზენტაცია თავიანთი ხელით მომზადებულ ჯანსაღი კვების სალათებისა და სასმელების შესახებ. პროექტის განხორციელებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და მასწავლებლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.