სიახლეები
სკოლები

„დავით აღმაშენებლი 900“ - თბილისის N132 საჯარო სკოლაში მეფეთ-მეფის ხსენების დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
18-02-2025
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლაში, სადაც საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლაში განხორციელდა პროექტი - „დავით აღმაშენებლი 900“.

პროექტთან დაკავშირებით ჩატარდა კვირეული, რომელშიც მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები. პროექტის დასკვნითი ეტაპი 10 თებერვალს გაიმართა.

კვირეული საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს, მეფეთ-მეფის რეფორმები, საბრძოლო სტრატეგია და გატარებული პოლიტიკა განიხილეს და აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება