მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე.
Vა კლასის მოსწავლეებმა დღე საინტრესო და შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს. ისინი ესტუმრნენ ბიბლიოთეკის სივრცეს და განიხილეს მწერალ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მოთხრობა - „პატარა პრინცი“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ტექსტის მთავარ სათქმელზე, განიხილეს მათთვის საინტრესო ეპიზოდები და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მოთხრობის მიმართ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება