მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის N2 საჯარო სკოლის თბილი და მოსიყვარულე პედაგოგები ამ თბილი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან და მათ დამეგობრებასა და ჯანსაღ ურთიერთობებზე ზრუნავენ.
ახლახან, სასკოლო პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ მე-2ა კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „მეგობრობა“. აქტივობას კლასის ხელმძღვანელი ეკა ჭაბუკაშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც პედაგოგი გვეუბნება, ამ საინტერესო სასწავლო აქტივობას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი აქვს :
1. სოციალური და ემოციური უნარების განვითარება - მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და ნდობას.
2. მოტორული უნარების განვითარება - ბრმად ხატვა ეხმარება მოსწავლეებს:
- სივრცითი ორიენტაციის გაუმჯობესებაში;
- ხელის მოტორიკის დახვეწაში ;
- კოორდინაციის განვითარებაში.
3. გართობა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა - სახალისო აქტივობა ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას.
4.თვითშეფასებისა და თვითრწმენის განვითარება - მოსწავლეები სწავლობენ, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია და მნიშვნელოვანია თავად პროცესში მონაწილეობა.
იხილეთ ბმული
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება