მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადრების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. თარიღს სკოლაში საინტერესო აქტივობა მიეძღვნა.
მოსწავლეებმა კედლის გაზეთის შექმნაზე იმუშავეს. კედლის გაზეთზე მოსწავლეებმა დიდი მეფის ცხოვრებას-მოღვაწეობაზე, გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებზე საინტერესო ცნობები დაიტანეს და აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მეფეთ-მეფის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი დეტალიც გაიგეს.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნეს. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება