სიახლეები
სკოლები

დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე მუსლიმ ბორჩაშვილი „2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელია 
19-02-2025
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში მოსწავლის - მუსლიმ ბორჩაშვილი წარატებას აღნიშნევენ. 

24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, დედაქალაქში, „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით,  „2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულთა გამოსავლენად, ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახლგაზრდობის  სამინისტროს წარმომადგენლები, გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მშვიდობის კორპუსის ხელმძღვანელი საქართველოში, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ჟიურის რჩეული, „2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდა დუისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მუსლიმ ბორჩაშვილი. 

მუსლიმი 2019 წლიდან აქტიურადაა ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა სკოლისთვის და პანკისის ხეობისთვის. 

მოსწავლემ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ, მოხალისეობა არ არის მარტო საქმიანობა, რომელსაც აკეთებ საზოგადოების საკეთილდღეოდ, არამედ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ადამიანების მიმართ არსებული სიყვარული“.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„მუსლიმ ბორჩაშვილს ვულოცავთ, ამ დიდ გამარჯვებას და სამომავლო საქმიანობაში ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება