მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ.
სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლია ჩიტიაშვილის ხელმძღვანელობით, ლოზუნგით - „შენი ფრთები წიგნებია“ - საინტერესო აქტივობები განახორციელეს. ჯერ საყვარელი წიგნები შეაგროვეს, შემდეგ კი საკლასო ოთახში „სამკითხველო კუთხე“ მოაწყეს.
მოსწავლეებმა ერთმანეთს შეურჩიეს წიგნები, ისაუბრეს წაკითხულ მოთხრობებზე და ტექსტებში აღწერილი ამბები პირად გამოცდილებას დაუკავშირეს.
პატარებს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულიც არ გამორჩენიათ. ფრანგი მწერლის ჰექტორ მალოს ცნობილი ნაწარმოები - „უსახკარო“ შეარჩიეს და კლასში ხმამაღლა წაიკითხეს. მათთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა კითხვის ასეთი ფორმა. გადაწყვიტეს, თავისუფალ დროს ერთობლივად წაიკითხონ წიგნები და თავიანთი შთაბეჭდილებები კომიქსების, პოსტერების, წერილობითი პრეზენტაციების ფორმით განათავსონ „სამკითხველო კუთხეში“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება