| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილს განსაკუთრებული მისალმებით იწყებენ.
მუსიკის მასწავლებელი თამარ მიქავა, მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ზრუნავს და მათ გამორჩეულ დახვედრას უწყობს.
რა თქმა უნდა, პოზიტიური სასწავლო გარემო მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება, ბავშვებისთვის მუსიკა ერთ-ერთი საყვარელი საგანია, მუსიკის გაკვეთილები კი შთაგონების წყარო.
როგორც თავად პედაგოგი აღნიშნავს, ბავშვების სიყვარულით სავსე თვალები ბედნიერებით ავსებს.
„ასე ვიწყებთ გაკვეთილს, მე და IIა და IIბ კლასების მოსწავლეეები - ჩვენი პრინცესები და პრინცები. ბავშვების სიყვარულით სავსე თვალების დანახვა ბედნიერს მხდის და სიხარულით ვიძირები მუსიკის სამყაროში“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს